ჩინური ბაზრის კვლევა

ჩინური ბაზრის კვლევა

ჩინური ბაზრის კვლევა — გადაწყვეტილება მონაცემებზე დაყრდნობით

სანამ ჩინეთში შეხვალ — იცოდე რა გელის. ჩვენ ვიკვლევთ ბაზარს, ვაანალიზებთ კონკურენტებს და გაწვდით სრულ სურათს — ისე, რომ შენი გადაწყვეტილება იყოს გათვლილი და არა გამოცნობილი.

ჩინეთის ბაზარზე “ვნახოთ რა გამოვა” – საყველაზე ძვირი სტრატეგიაა

ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია – და სწორედ ეს ართულებს ორიენტაციას. რა ღირს პროდუქტი ჩინურ ბაზარზე რეალურად? ვინ არიან კონკურენტები და რა პირობებით მუშაობენ? არის კი მოთხოვნა შენს პროდუქტზე? შეუძლია ქართულ პროდუქტს ჩინეთში გაყიდვა? ამ კითხვებზე პასუხის გარეშე შესვლა ბაზარზე – ეს ფულის და დროის ფლანგვაა.

ჩინელი მწარმოებლის გადამოწმება

ჩვენ ჩინურ ბაზარს შიგნიდან ვიკვლევთ – არა ინტერნეტიდან

ToChina.ge-ს გუნდი ჩინეთშია — და ეს კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება. ჩვენ ვიკვლევთ არა მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე, არამედ ადგილობრივ ბაზრებზე, ინდუსტრიულ კავშირებში და პირდაპირი კომუნიკაციით ბაზრის მონაწილეებთან. შედეგი — სრული, გამოყენებადი სურათი, რომელზეც შეგიძლია ბიზნეს გადაწყვეტილება მიიღო.

ჩინური ბაზრის კვლევა
ჩინეთიდან იმპორტი

რას მოიცავს ჩვენი სერვისი ?

  • ფასების კვლევა ჩინურ ბაზარზე გაჩვენებთ რა ღირს შენი პროდუქტი ჩინეთში რეალურად – ქარხნის ფასიდან საბოლოო გამყიდველამდე. ეს ინფორმაცია გეხმარება სწორი მოლაპარაკების წარმართვაში და შუამავლების ამოცნობაში.
  • ონკურენტების ანალიზი ვიკვლევთ ვინ მუშაობს შენს სეგმენტში, რა ფასებით, რა პირობებით და რა უპირატესობებით. ეს ანალიზი გიჩვენებს სად არის ბაზარზე ადგილი შენთვის.
  • პროდუქტის მოთხოვნის კვლევა სანამ ჩამოიტანე – გაიგე არის კი მოთხოვნა. ვიკვლევთ ბაზრის ზომას, სეზონურობას, სამიზნე აუდიტორიას და ზრდის ტენდენციებს.
  • ინდუსტრიის ტრენდების ანალიზი ჩინეთის ბაზარი სწრაფად იცვლება. ვიკვლევთ რა ტრენდებია შენს ინდუსტრიაში ახლა და სად მიდის ბაზარი — ისე, რომ შენი გადაწყვეტილება მომავალზეც იყოს გათვლილი.
  • მომწოდებლების ბაზრის ანალიზი გჭირდება გაიგო ვინ არიან ძირითადი მომწოდებლები შენს სეგმენტში, რა არის საბაზრო სტანდარტი და სად შეიძლება მოლაპარაკება? ეს კვლევა სწორედ ამ კითხვებს პასუხობს.
  • ქართული პროდუქტის ჩინეთში შესვლის კვლევა — ექსპორტი გინდა ჩინეთში გაყიდო ქართული პროდუქტი? ვიკვლევთ არის კი მოთხოვნა, რა არხებით შეიძლება შესვლა, ვინ არიან პოტენციური პარტნიორები და რა ბარიერები არსებობს — სანამ ინვესტიციას ჩადებ.

თუ გაინტერესებთ მეტი ჩენი სერვისების შესახებ იხილეთ სერვისები

რატომ ToChina.ge

  • ადგილობრივი კვლევა – ჩვენი გუნდი ჩინეთშია და ბაზარს შიგნიდან იკვლევს
  • სრული რეპორტი პრეზენტაციით – არა ზოგადი მონაცემები, არამედ შენს ბიზნესზე მორგებული ანალიზი
  • პრაქტიკული დასკვნები – ყოველი კვლევა მთავრდება კონკრეტული რეკომენდაციებით
  • 10+ წლიანი ბაზრის ცოდნა – ვიცით სად ვეძებოთ და რას ვენდოთ
  • ორმხრივი კვლევა – იმპორტისთვისაც და ექსპორტისთვისაც
წვდომა ჩინურ ბაზარზე