პროდუქტის შემოწმება ჩინეთში

პროდუქტის შემოწმება ჩინეთში

პროდუქტის შემოწმება ჩინეთში

შეუკვეთე ის, რაც ნამდვილად შეუკვეთე. ჩვენი გუნდი ადგილზე, ქარხანაში ამოწმებს პროდუქტს — სანამ ფული გახარჯე და სანამ ტვირთი გამოეშვება.

პროდუქტი ფოტოში სხვა იყო, რეალურად სხვა მომივიდა

ეს ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ჩინეთიდან იმპორტში. ქარხანა გიგზავნის მშვენიერ ფოტოებს, ნიმუში კარგი გამოდის — და შემდეგ 5,000 ერთეული ჩამოდის სულ სხვა ხარისხით. ან კიდევ: ზომები არ ემთხვევა, შეფუთვა სუსტია, სერტიფიკატი არარეალურია. ჩინეთიდან ამ პრობლემის მოგვარება კი — ათასობით კილომეტრის მოშორებიდან — თითქმის შეუძლებელია.

ჩინეთში პროდუქტის შემოწმება

ჩვენ შევამოწმებთ ჩინურ ქარხანაში შენს მაგივრად

ToChina.ge-ს საკუთარი გუნდი პირდაპირ ქარხანაში მიდის და ადგილზე ამოწმებს პროდუქტს — ნიმუშს, მზა პარტიას, წარმოების პროცესსაც კი. ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ფოტო ვერ გაჩვენებს. და ამ ინფორმაციით შეუძლებელია სიურპრიზი — ტვირთი ისეთია, როგორსაც ელოდი.

რას მოიცავს ჩენი სერვისი

 

ნიმუშის შემოწმება შეკვეთამდე სანამ დიდ შეკვეთას გააფორმებ, ჩვენი გუნდი ამოწმებს ნიმუშს ქარხანაში — ხარისხს, მასალას, ზომებს, ფუნქციონალს. ასე იცი ზუსტად რას იღებ, სანამ ფულს ჩადებ.

პროდუქტის ხარისხის შემოწმება გადაზიდვამდე მზა პარტია შემოწმდება ქარხანაში გადაზიდვამდე — ვამოწმებთ რომ ყველა ერთეული შეესაბამება შეთანხმებულ სპეციფიკაციებს. პრობლემა ადგილზე გამოვლინდება — და არა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა თუ პროდუქტს CE, ISO ან სხვა სერტიფიკაცია სჭირდება, ვამოწმებთ დოკუმენტაციის სიზუსტეს და რეალურობას. ყალბი სერტიფიკატი — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ჩინეთში, ჩვენ კი ამას ვხედავთ.

წარმოების პროცესის შემოწმება ქარხანაში გინდა დარწმუნდე რომ ქარხანა სერიოზულია? ჩვენი გუნდი ადგილზე მიდის, ათვალიერებს საწარმოო სიმძლავრეს, სამუშაო პირობებს და წარმოების სტანდარტებს. ხედავ ვისთან გაქვს საქმე — სანამ გარიგება დაიდება.

ჩინური პროდუქტი

რატომ უნდა ითანამშრომლო ToChina.ge -სთნ

 

  • საკუთარი გუნდი ქარხანაში – არა დისტანციური შემოწმება, არამედ ფიზიკური ვიზიტი ადგილზე
  • პრობლემა ადგილზე გამოვლინდება – და არა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
  • 10+ წლიანი გამოცდილება – ვიცით სად და რა ვეძებოთ
  • სრული ანგარიში – ფოტოებით, აღწერით და რეკომენდაციებით
  • დამოუკიდებელი შეფასება – ჩვენ შენს მხარეზე ვართ, არა ქარხნის

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ჩინურ ქარხანაში ვიზიტი