„ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ჩინურ ბაზარზე არსებული ლოკალური რესურსები საშუალებას გვძლევს, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორს. იქნება ეს ვაჭრობა და რითეილი, მშენებლობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, სილამაზის ინდუსტრია თუ ავტომიმართულება, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისი, პირველწყარო მომწოდებლებისა და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზების მოძიებას. ჩვენი მიზანია, თითოეულ ინდუსტრიაში მოღვაწე ქართველ მეწარმეს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ჩინეთის ამოუწურავ რესურსებთან, რაც მათ პროდუქციის თვითღირებულების ოპტიმიზაციაში, ხარისხის სტანდარტების დაცვასა და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.“